ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ – მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება

“ბარსელონა” უახლოეს პერიოდში შესაძლოა მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი გაათავისუფლოს, onefootball-ის ცნობით, “ბლაუგრანა” მის შემცვლელად 3 კანდიდატურას განიხილავს.
კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ესპანელის ნაცვლად ჰანსი ფლიკს, ანტონიო კონტესა და ფრენკ ლამპარდის კანდიდატურას განიხილავს.
გამოცემის ინფორმაციით, ლაპორტას ყველაზე მეტად ფლიკის კანდიდატურა ხიბლავს.
შეგახსენებთ, “ბარსელონა” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 34 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში