საქალაქო სასამართლოში სანაპიროზე საპროტესტო მსვლელობისას დაკავებული გიორგი ქადაგიძის პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სანაპიროზე საპროტესტო მსვლელობისას დააკავეს.
დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე.
“თბილისი მოლთან” აქციაზე დაკავებულ, გიორგი ქადაგიძეს წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის, 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 2 თებერვალს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.