განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ევროკავშირის და -ის ელჩებს, ასევე დიდი მადლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “კანდიდატის სტატუსი ძალიან დიდი გამარჯვებაა, ქართველი ხალხის გამარჯვება და მთავარი, ვინც დაიმსახურა სტატუსი, ეს არის ქართველი ხალხი”.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა პრემიერს, მთავრობას, ასევე საქართველოში ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს.
“ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი სირთულე და ხალხიც იდგა სერიოზული სირთულეების, გამოწვევების წინაშე, თუმცა ყველაფერი გაკეთდა, რომ ჩვენ მიგვეღო სტატუსი. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, მადლობა პრემიერს, მთავრობას, კოლეგებს, პარლამენტარებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს სტატუსი მიგვეღო. მადლობა ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ევროკავშირი ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა, რომ დღეს ჩვენ გვეზეიმა. მადლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს. აშშ-ის ელჩს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომელიც განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“