შვედეთის ქალაქ ორებროს სკოლაში სროლისას ხუთი ადამიანი დაჭრეს

ხუთი ადამიანი დაჭრეს სროლისას შვედეთის ცენტრალური რეგიონის ქალაქ ორებროს სკოლაში.
4 თებერვლის პოლიციამ გამოაცხადა, რომ მიმდინარეობს ფართო ოპერაცია მომხდარის გამო. პოლიცია ხალხს მოუწოდებს, არ მივიდნენ სკოლის არეალში. “სკოლაში იყო სროლა. ოთხი ადამიანი დაჭრეს. არ არის ცხადია, რა დონის დაზიანებასთან გვაქვს საქმე. ოპერაცია გრძელდება,” – განაცხადა პოლიციამ მომხდარის შემდეგ და მალევე დასძინა, რომ დაჭრილების რიცხვი ერთით გაიზარდა.
მედიის ცნობით, არეალში, სადაც სროლა იყო, რამდენიმე სკოლაა. ერთ-ერთი მათგანის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო სამსახურის მანქანები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC – მის მიმართ მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები „ტროტილის“ საქმეზე

სუს – 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას – ,,კამიტი” კი შსს-ს არასდროს შეუძენია

სუს – ვინაიდან ე.წ. ,,კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს