მე ის [ევროკავშირის დროშა] პირველად ავაფრიალე 2004-ში – მიხეილ სააკაშვილი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ევროკავშირის დროშა საქართველოში პირველად მან 2004 წელს ააფრიალა, ხოლო 2008 წელს მისი დაშვება რუსეთმა სცადა.
“მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე. მ გაუხსნა საქართველოს გზა ევროპაში, მაგრამ ქართველი ხალხი არის მთავარი სუბიექტი, რომელიც აახლოებს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების დღეს.
ევროპამ შემოაბიჯა კავკასიაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება. მე ის პირველად ავაფრიალე 2004-ში. 2008-ში რუსეთმა სცადა დაშვება და არ გამოუვიდა.
ახლა უკვე თავად ევროკავშირმა აწია ჩვენს რეგიონში თავისი დროშა და ამას ვეღარაფერი შეცვლის”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გელაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ჩართულობით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!

რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50-60 აქციის მონაწილე ჯოგად მოდის, ერთ-ერთმა დაიყვირა – ნახეთ, წინ რუსი მიდის, ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ, მივედი ამ ბიჭთან და ჰოი საოცრებავ – ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი