საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს რუს თეოლოგ ანდრეი კურაევს

ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში შესვლის და ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს რუს თეოლოგს, დეკანოზ ანდრეი კურაევს. ამის შესახებ ცნობა სასულიერო პირმა 3 თებერვალს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

კურაევის თქმით, საქართველოში შესვლაზე უარის მიზეზი მას არ განუმარტეს. ღამე მღვდელმა საკანში გაატარა. კურაევი შესვლაზე უარს მოსკოვის საპატრიარქოს გავლენასა და დაგეგმილ ლექციას უკავშირებს.
კურაევის ლექცია თბილისში 5 თებერვალს უნდა გამართულიყო. იგი მიეძღვნებოდა ეკლესიის ისტორიას მე-15 და მე-16 საუკუნეებში, როდესაც მსოფლიო მართლმადიდებლობის თვალსაზრისით, მოსკოვის ეკლესია განხეთქილებაში იყო, ხოლო რუსული ეკლესიის ცენტრი დე იურე მდებარეობდა კიევში, რომელიც იმხანად ლიტვის დიდ საჰერცოგოს ეკუთვნოდა.

2010-2011 წლებში კურაევი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც საეკლესიო სამართლის თვალსაზრისით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო საზღვრებში მდებარეობს.
სოხუმში კურაევი კითხულობდა ლექციებს და ეწეოდა მისიონერულ საქმიანობას. რუსი სასულიერო პირი საქართველოში შესვლაზე მიღებულ უარს არ უკავშირებს ოკუპირებულ აფხაზეთში მოღვაწეობას, რადგან საქართველოში უკვე იმყოფებოდა სექტემბერში. ანდრეი კურაევი ახლა ევროკავშირში ცხოვრობს და ს ლიეტუვის ეგზარქატის წევრია.
ანდრეი კურაევს 2021 წლის აპრილიდან დროებით აკრძალული აქვს მსახურება პატრიარქ კირილეს მიერ, კორონავირუსისგან გარდაცვლილ ალექსანდრ აგეიკინზე, ელოხოვის საკათედრო ტაძრის წინამძღვარზე საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“