რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ იუზმს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ იუზმს დაარტყეს, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა იზიუმს დაარტყა. ამ ადგილას სამხედრო ობიექტი არ არის. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს“, – აცხადებს ოლეგ სინეგუბოვი.
სინეგუბოვის ცნობით, რუსული ძალების მიერ იზიუმის ცენტრალურ ნაწილში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა.