ნორვეგია „ოცნების“ წინააღმდეგ დამატებითი ზომების გატარებას განიხილავს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ ევროკავშირის მხრიდან ქართული დიპლომატიური პასპორტის მქონეთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პარალელურად, ნორვეგია დამატებითი ზომების მიღებას განიხილავს.
„როგორც მრავალმა სხვა ქვეყანამ, ნორვეგიამაც სხვადასხვა გზით უპასუხა საქართველოში მოვლენების უარყოფითი მიმართულებით განვითარებას უკანასკნელ პერიოდში. ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტების მქონეთათვის, პარალელური ნაბიჯები მოჰყვება ნორვეგიის მხრიდანაც.
დაფიქსირებულია ფართომასშტაბიანი დარღვევები საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. არჩევნებმა სერიოზული კრიტიკა გამოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლებში, როგორც ეს ეუთო/ოდირის ანგარიშშიცაა ასახული.
დან ერთი თვის შემდეგ, გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე ჩერდება ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების პროცესი, მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. დემონსტრანტებს პერიოდულად მხეცური სისასტიკით უსწორდებიან მაღალჩინოსნები, ბოლოს ეს 2 თებერვალს მოხდა“, — ნათქვამია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ნორვეგიის მხრიდან „ქართული ოცნების“ რეჟიმის საპასუხოდ აქამდე გადადგმული შემდეგი ნაბიჯებია:
· არ იქნება თანამშრომლობის ახალი პროექტები საქართველოს მმართველი ძალების ჩართულობით.
· შემცირდა საქართველოს მმართველ ძალასთან თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერა მრავალმხრივი არხებით; იზრდება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.
· შეწყდა თავდაცვის სექტორში ორმხრივი თანამშრომლობა.
· შემცირდა პოლიტიკური კონტაქტები.