მიხაილ როთი კაია კალასს – სიტყვები საკმარისი არ არის, ჩადით საქართველოში, მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი

გმადლობთ, ძვირფასო კაია კალას, მაგრამ სიტყვები საკმარისი არ არის, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას აზიარებს.
„ჩადით საქართველოში! გაამხნევეთ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის. მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი . იმოქმედეთ ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობასა და ჩაგვრაზე, დემოკრატიის განადგურებაზე!“ – წერს როთი.
შეგახსენებთ, კაია კალასმა ორი დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია და რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – როცა რეჟიმი ასე გიტევს, ის ბოლომდე წავა, გაჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მის ძალადობას დაუპირისპირდება გადაულახავი ძალა, რომელიც მას დააფრთხობს – ძალას ახლა კი ვხედავ, მაგრამ ეს ძალა დაქსაქსულია