2024 წელს ქართულმა ბანკებმა დეველოპერული სექტორის დაკრედიტება 54%-ით, ბენზინის იმპორტიორების კი 62%-ით გაზარდეს
გასულ წელს ქართულმა ბანკებმა 9.7 მილიარდი ლარის კრედიტები გასცეს, მათ შორის კორპორაციული სექტორის დაკრედიტება გაიზარდა 24%-ით.
2024 წელს ყველაზე მეტად, 54%-ით უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის დაკრედიტება გაიზარდა, მეორე ადგილზეა
ტოპ 5 ბიზნეს სექტორი, რომლის დაკრედიტება გასულ წელს ყველაზე მეტად გაიზარდა (ცვლილება 2023 წელთან შედარებით):
ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები – 639 მლნ ლარი (ზრდა 62%);
უძრავი ქონების დეველოპმენტი – 4,047 მლნ ლარი (ზრდა 54%);
ტელეკომუნიკაცია – 328 მლნ ლარი (ზრდა 40%);
საფინანსო ინსტიტუტები – 856 მლნ ლარი (ზრდა 36%);
სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა – 2,513 მლნ ლარი (ზრდა 33%).