მოგვიანებით შეგვიძლია შევაჩეროთ პროცესი | ორბანი უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე

დღეს დილით, უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან საუბრისას, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა, რომელსაც შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს.
მისი თქმით, საათების განმავლობაში ცდილობდა დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები, ხელი არ მოეწერათ კიევთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე. ორბანმა თქვა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს 26-ნი არიან, ის კი მარტო.
“მათ სურთ ამ გადაწყვეტილებით ს ომის გასაგრძელებლად საჭირო წახალისება მისცენ. და მთხოვეს, რომ ამაში ხელი არ შემეშალა. მაგრამ მათი გადამწყვეტი არგუმენტი ის იყო, რომ უნგრეთი ამით არაფერს კარგავს”, – ამტკიცებს ორბანი.
ორბანი ამბობს, რომ თუ უნგრეთს არ სურს უკრაინა ევროკავშირის წევრი იყო, მაშინ პარლამენტს შეუძლია კენჭი უყაროს საკითხს, მაგრამ სანამ საკითხი პარლამენტამდე მივა, წინ გრძელი პროცესია.
“როგორც მათ და მე დავთვალე, დაახლოებით 75 შემთხვევაა, როდესაც უნგრეთის მთავრობას შეუძლია შეაჩეროს ეს პროცესი. და მათ თქვეს, რომ თუ მოლაპარაკებების დროს რაიმე იქნება, რაც უნგრეთის ინტერესებს აზიანებს, მე ამას შევწყვეტ”, – ამბობს ის.
ორბანმა თქვა, რომ უნგრეთს არ სურდა მონაწილეობა მიეღო “ცუდ გადაწყვეტილებაში” და ამიტომ დატოვა ოთახი – “მოგვიანებით ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს პროცესი, თუ საჭირო იქნება ხელის მუხრუჭს გამოვიყენებთ”.