,,რის მიღწევას ცდილობთ ბატონო ბიძინა ან რა დაგიშავეთ?“ – ზენონ იარაჯული

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს:
,,რის მიღწევას ცდილობთ ბატონო ბიძინა ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ ვისაც არ გადაგვიარეთ. რა გინდათ. დაჩაგრულ თაობათა საცხოვრისად გინდათ აქციოთ ეს ქვეყანა? არა! არა! არა! ჯვარზე მიმავალმა ჯვარცმულმა თქვა: “მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც წუთისოფელი იძლევა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება”. აი, მშვიდობა რა არის და ვისგან მოდის და როგორ მოდის, ბატონო ბიძინა. სხვისი ბედნიერი ცხოვრებისათვის გაღებული საკუთარი მსხვერპლით. სხვა დანარჩენი “მშვიდობა”. უქმი ზმანებაა, სინამდვილეს რომ ეთამაშება. თქვენ მშვიდობა არ მოგაქვთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ეუთო-ს 39 ქვეყანა – საქართველოში ძალის გადაჭარბებულ გამოყენებაზე გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით გამოძიების არარსებობა განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის სივრცის შევიწროებას აჩვენებს და დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს ქმნის