იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი გახდება

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი გახდება, – ინფორმაციას CNBC-ი ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტოლტენბერგის ახალი თანამდებობა ნორვეგიის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს უკავშირდება, რომელიც მთავრობამ დღეს გამოაცხადა და რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკულ დირექტივებთან დაკავშირებით შიდა დაპირისპირების ფონზე მმართველი კოალიციის დაშლას მოჰყვა.
იენს სტოლტენბერგი, რომელიც ნორვეგიის „ლეიბორისტული პარტიის“ წევრია, 2014-2024 წლებში ნატო-ს გენერალური მდივანი იყო, მანამდე მას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ორჯერ, 2000-2001 და 2005-2013 წლებში ეკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეუთო-ს 39 ქვეყანა – საქართველოში ძალის გადაჭარბებულ გამოყენებაზე გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით გამოძიების არარსებობა განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის სივრცის შევიწროებას აჩვენებს და დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს ქმნის