ძიუდოს ფედერაციის პროექტის ძიუდო & განათლება” ფარგლებში, ლევან გიგინეიშვილი ძიუდოისტებს პლატონსა და არისტოტელეზე ლექციებს უკითხავს – ფედერაციის ცნობით, როგორც ეროვნული, ისე სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებისთვის, ამ ეტაპამდე ოთხი საგანმანათლებლო ლექცია ჩატარდა
“ამიერიდან კი ლექციები პერმანენტულად გაიმართება. ძიუდოს ფედერაციისა და ლევან გიგინეიშვილის ერთობლივი პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე U21 ნაკრებისთვის გაიმართება ლექციათა ციკლი სახელწოდებით:
რა არის ევროპა?
ლექციათა ციკლი მოიცავს რვა შეხვედრას
U21 ნაკრებთან შემდეგ თემებზე:
ბერძნული მითოლოგია: რა როლი ჰქონდა მითოლოგიას სამყაროს აღქმაში, სამყაროს მოვლენების ორგანიზაციაში და მოწესრიგებაში.
ჰომეროსის პოემები „ილიადა“ და „ოდისეა“ (ორი საუბარი)
ფილოსოფიის წარმოშობა და მისი განსხვავება მითოლოგიისგან
დემოკრატიის წარმოშობა, რა არის დემოკრატიული ქალაქი
პლატონი და არისტოტელე – სამყარო და იდეალური ქალაქი, პოლიტიკა.
ბიბლიური კულტურა, ქრისტიანობა, საქართველოს გაქრისტიანება
რენესანსი – ქართული (პეტრიწი, რუსთაველი) და ევროპული
ევროპული განმანათლებლობა და ქართული განმანათლებლობა (ილია, თერგდალეულები)
პროექტის შემდეგ ეტაპზე ლექციათა ციკლი დიაგეგმება სხვა ასაკობრივ ნაკრებებთანაც” – წერს ფედერაცია.