“ლიონის” პრეზიდენტმა ახსნა, რატომ არ მიჰყიდა “დორტმუნდს” რაიან შერკი

“ლიონის” პრეზიდენტმა ჯონ ტექსტორმა “დორტმუნდში” გუნდის 21 წლის ნახევარმცველის რაიან შერკის შეუმდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.
“ბორუსიამ” “ოლიმპიკს” ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ 22,5 მილიონი ევრო უკვე სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ შესთავაზა და ბევრი გამოცემა მიიჩნევდა, რომ გარიგება შედგებოდა, თუმცა ეს თავად ტექსტორმა დაბლოკა.
“დორტმუნდმა” შეთავაზება ყოველგვარი პატივისცემის გარეშე გააკეთა. ის საბაზრო ღირებულებაზე დაბალი იყო და ამასთანავე, შეთავაზება არასწორ დროს გაკეთდა”, – ციტირებს ტექსტორს Sky Sport.