დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი ვროცლავის ოპერის მუსიკალურ ხელმძღვანელად დაინიშნა

დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი, 2025 წლის სექტემბრიდან, პოლონეთის ერთ-ერთი გამორჩეული საოპერო თეატრის, ვროცლავის ოპერის მუსიკალური ხელმძღვანელი იქნება. ინფორმაციას თავად მირიან ხუხუნაიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“13 წლის წინ, როცა პოლონეთში სასწავლებლად წავედი, იმ სითბომ, სიყვარულმა და მხარდაჭერამ, რომელიც თავიდანვე მივიღე პოლონელებისგან, პოლონეთი ჩემი მეორე სახლი გახადა.
ამდენი წლის შემდეგ კი, კოლექტივებთან, რომელთა წარმოდგენებისთვის ოდესღაც რიგში ვიდექი, ახლა კონცერტებს ვმართავ.
პოლონეთი კვლავ გახდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი.
2025 წლიდან ყველაზე მეტ დროს ვროცლავის ოპერაში გავატარებ.
მაგრამ ჩემი მუსიკალური ცხოვრება პოლონეთში აქ არ მთავრდება – ასევე მჭიდროდ ვითანამშრომლებ Elbląg-ის კამერულ ორკესტრთან (Elbląska Orkiestra Kameralna), ორკესტრთან, რომელმაც ჩემი გული მოიგო პირველივე წუთებიდან.
ჩვენ უკვე დავპირდით ერთმანეთს, რომ წელიწადში მინიმუმ ოთხ კვირას გავატარებთ ერთად, როგორც მათი მთავარი დირიჟორი”, – წერს მირიან ხუხუნაიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის