აქციის სამ მონაწილეს, რომლებიც დროებითი დაკავების იზოლატორიდან ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, დღეს გაწერენ, ერთმა მათგანმა კი, კლინიკა უკვე დატოვა

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, ერთმა დაშავებულმა მომიტინგემ კლინიკა გუშინ დატოვა, სამი პაციენტს კი დღეს გაწერენ. აღნიშნული პაციენტები კლინიკაში 2 თებერვალს, იზოლატორიდან შეიყვანეს.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, დაშავებულებს ძირითადად აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმა.
„გუშინ ერთი პაციენტი გაეწერა ბინაზე, 3 კი დღეს დატოვებს კლინიკას. სახის და თავის ტრავმა აღენიშნებოდა პაციენტებს“, – აღნიშნავენ კლინიკაში.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე, ჯამში 31 პირი დააკავა, რომელთა წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, დაკავებულთა დიდმა ნაწილმა, იზოლატორი ხელწერილის საფუძველზე უკვე დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჩიქოვანი – „ოცნება“ ემზადება, რომ არჩევნებზე არც ერთი სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიოს – მტრად აქციეს ეუთოც კი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საბჭოთა კავშირი იყო, ლოიალური ორგანიზაციაა და ყველა თემაზე შეიძლება შეთანხმება

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – ჩვენ რასაც ვუყურებთ, თვის ბოლოს ან აგვისტოს შუაში დასრულდება პროცესები – სტრასბურგში ეს საქმე აუცილებლად წავა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, არავისთან მიმართებაში