ლატვიის საგარეო უწყება – ბოლოდროინდელი რეპრესიული ქმედებებით მმართველი ელიტა ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს

ლატვიის საგარეო უწყება – ბოლოდროინდელი რეპრესიული ქმედებებით მმართველი ელიტა ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს
ბოლოდროინდელი რეპრესიული ქმედებებით მმართველი ელიტა ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც საგარეო უწყება აღნიშნავს, ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველებს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში.
„ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში შაბათ-კვირას მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის მორიგი ძალადობრივი დემონსტრირებით. ბოლოდროინდელი რეპრესიული ქმედებებით მმართველი ელიტა ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს. სრული მხარდაჭერა ქართველების მიმართ მათ სწრაფვაში თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჩიქოვანი – „ოცნება“ ემზადება, რომ არჩევნებზე არც ერთი სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიოს – მტრად აქციეს ეუთოც კი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საბჭოთა კავშირი იყო, ლოიალური ორგანიზაციაა და ყველა თემაზე შეიძლება შეთანხმება