ხვიჩას დებიუტი კიდევ ერთ ტურნირზე ექნება – ვინ დაისვენებს და ვინ ითამაშებს…

საფრანგეთის თასის 1/8 ფინალში მოქმედი გამარჯვებული პსჟ მეორელიგელ “ლე მანს” სტუმრად, “სტად მარი-მარვინგტზე”(25 064) ეთამაშება – დღეს საღამოს, 4 თებერვალს(თბილისის დროით უკვე ოთხშაბათს, 00:10 სთ-ზე).
პარიზელებს თასის წინა ეტაპზე მესამე ლიგის წარმომადგენელთან საკმაოდ გაუჭირდათ და “ესპალის” წინააღმდეგობა ბოლოსღა დაძლიეს (გოლები: ზაირე-ემერი, დუე, ბარკოლა, რამოში). პსჟ ამ სტადიაზე მეთორმეტედ გავიდა და ამ პერიოდში შვიდჯერ თასი აღმართა. ბოლო ფინალი “ლიონის” წინააღმდეგ (2:1 მოიგეს) იყო. 59 მატჩია, ლუის ენრიკეს გუნდს საშინაო არენაზე არ წაუგია.
ზაირე-ემერისგან განსხვავებით, ნევეში მომჯობინდა. მოსალოდნელია, რომ დიდებულ ფორმაში მყოფი
უსმან დემბელე დაისვენებს, ისევე როგორც ბრედლი ბარკოლა. (დებიუტი კიდევ ერთ ტურნირზე ექნება) მარცხნიდან შეუტევს, მასთან ერთად კი წინა ხაზზე გომსალო რამოში და დეზირე დუე იქნებიან. როტაცია მეკარესაც შეეხება და ჯანლუიჯი დონარუმას რუსი მეკარე მატვეი საფონოვი ჩაანაცვლებს (წინა ეტაპზე ესპანელი ტენასი ვნახეთ. გუნდშია 20 წლის პორტუგალიელი მუკეც). წესით, დრო 17 წლის ცენტრალურ მცველ ტაპესა და 18 წლის მარჯვენაფლანგელ ზაგესაც უნდა მიეცეთ.
“ლე მანს” პსჟ-სთან იშვიათი გამარჯვება 2010 წელს (1:0) აქვს, როცა მათ კარს თბილისის “დინამოდან” წასული დიდიე ოვონო იცავდა, სათადარიგო კი გიორგი მაკარიძე იყო(მანამდე აქ ამირან სანაია გამოდიოდა). დედაქალაქელთა რიგებში იმ მატჩში მამადუ სახო თამაშობდა, რომელიც ახლა ქუთაისის “ტორპედოშია.” პარიზელებს მაშინ მაკელელე კაპიტნობდა, აქ იყო სერბი მატია კეჟმანი…
პსჟსა და ხვიჩა კვარაცხელიას მართლაც დატვირთული კალენდარი აქვთ – ამის შემდეგ, პარასკევს, “მონაკოსთან” შეხვედრაა, შემდეგი ორი შუა კვირა კი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს დაეთმობა. თებერვლის ბოლოს გიორგი მიქაუტაძის “ლიონთან” პრინციპული დაპირისპირებაა.
დღეს, “ლე მანთან” მთავარი მსაჯი საერთაშორისო დონეზე ნაკლებად ცნობილი, 39 წლის აბდელატიფ ხერაჯი იქნება.
ეს თქვენ, ზოგზოგირრთებს მოგაკლდათ საფეხბურთო აზროვნების უნარი ბლინ! ხვიჩას ყველფერი თავის ადგილზე აქვს! თქვენ სავარაუდოდ ის სესქპერტები ხართ, ჯერ კიდევ რუბინში რომ იძახდით, რრთი საშუალო ფონის ფეხბურთელიაო! ვინ გამართლდა? დაგიმტკიცათ ტოპ დონე თუ არა? მაგრამ, ამან თქვენზე მოსალოდნელი და სწორის ნაცვლად, საპირისპირო გავლენა იქინია და დაგბოღმათ! ჰოდა გაჰყევით ხვიჩას ტრანსფერს ევროპაში და პირველივე წელს,სკუდეტოს უკვე რეალურ კანდიდატს, მაინც აკრიტიკებდით და ცდილობდით მის დაკნინებას! საბედნიეროდ, ხვიჩა ისევე, როგორც ფეხბურთში, ფსიქოლოგიურსდაც თქვენზე ასი თავით მაღლა დადგა და ბევრად უკეთეს თამაშს აჩვენებს, ვიდრე მისგსნ მოელოდნენ! წინ ხვიჩა! ღმერთმა დაგლოცოს ბაბუა!
ხვიჩას სიფრთხილე ტოტენჰემიდან რეალში ახალგადასული გარეთ ბეილის თამაშს მაგონებს.ტოტენჰემში დაფრინავდა გადასვლამდე და რეალში იმის შიშით,არაფერუ გავაფუჭო,არ შევრცხვეო,პირველი პერიოდი თავისი თავის აჩრდილი იყო.თან დიდი ფული იყო გადახდილი და ესეც ფსიქოლოგიურად აწვებოდა.ასეა ეხლა კვარაც,მაგრამ დრო უნდა და ისევ ათამაშდება ძველებურად,მითუმეტეს კონტეს ანტიფეხბურთისგან განსხვავებით პსჟ ლაღი,შემტევი ფეხბურთის გუნდია,რაც კვარას ფეხბურთს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.