ჯაბა სამუშია საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიულოცა. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
სამუშიას თქმით, აღსრულდა ქართველთა მრავალი თაობის სურვილი, მჭიდროდ დავკავშირებულიყავით ევროპულ ოჯახს.
„გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო! საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა! აღსრულდა ქართველთა მრავალი თაობის სურვილი, მჭიდროდ დავკავშირებულიყავით ევროპულ ოჯახს. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით განათლებისკენ, განვითარებისკენ, მშვიდობისკენ, წარმატებისკენ! მადლობა ყველას ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ საქმეში, მადლობა ევროპელ მეგობრებს ჩვენი მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომ ნაბიჯებსაც მალე გადავდგამთ და ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდებით! წინ ევროპისკენ! დიდება საქართველოს!“, – ნათქვამია თსუ-ის რექტორის მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა