მარკო რუბიო – არსებობს რაღაცები, რასაც ჩვენ USAID-ის მეშვეობით ვაკეთებთ, რომელიც უნდა გავაგრძელოთ

უპასუხისმგებლო ორგანიზაციაა, სხვა არჩევანი არ გვქონდა გარდა იმისა, რომ ის კონტროლის ქვეშ მოგვექცია, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ისინი არ თვლიან, რომ -სთვის მუშაობენ, ისინი უბრალოდ ფიქრობენ, რომ ეს არის გლობალური ორგანიზაცია და რომ მათი ბატონი არის მთელი მსოფლიო და არა შეერთებული შტატები – ეს არ არის ის, რასაც წესდება ითვალისწინებს“, – აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, საჭიროა USAID-ის რეფორმირება.
”არსებობს რაღაცეები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ USAID-ის მეშვეობით, რომელიც უნდა გავაგრძელოთ, მოგვიწევს, გადავწყვიტოთ, ეს უკეთესია სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით თუ რეფორმირებული USAID-ის მეშვეობით? ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ“, – აღნიშნა რუბიომ.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.