30 დღით აჩერებს კანადისა და მექსიკისთვის ახალი საბაჟო ტარიფების ამოქმედებას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 დღით გადადო კანადისა და მექსიკისთვის ახალი საბაჟო გადასახადების ამოქმედება. კანადამ და მექსიკამ საპასუხო ზომების მიღება შეაჩერეს.
3 თებერვალს მიღებულ ამ გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა -ის პრეზიდენტის მოლაპარაკებები კანადის პრემიერ-მინისტრსა და მექსიკის პრეზიდენტთან, რომლებმაც დაადასტურეს მზადყოფნა, გააძლიერონ საზღვრების დაცვა.
დონალდ ტრამპმა 1 თებერვალს გამოაცხადა, რომ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელს უწესებს 25%-იან საბაჟო გადასახადს და 10%-იან ტარიფს კანადურ ენერგომატარებლებს.
პრეზიდენტმა ტრამპმა მიზეზებად დაასახელა შეერთებული შტატების საზღვრების დაცვისა და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის აუცილებლობა და სავაჭრო ბალანსის დეფიციტი.
ახალი საბაჟო ტარიფები 4 თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…