ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა – “ლევანტე” სახლში “რასინგ ფეროლთან” დამარცხდა

სეგუნდა დივიზიონის ოცდამეხუთე ტურში „ლევანტე“ საკუთარ მოედანზე „რასინგ ფეროლთან“ 0:1 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც „დეპორტივოსთან“ გასული ტურის მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„ლევანტე 42 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 8 თებერვალს სტუმრად „მალაგას“ დაუპირისპირდება.
ლევანტე – რასინგ ფეროლი 0:1
გოლი: დორიო (8)