4 თებერვალს, პარლამენტის სასახლეში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – ვიზიტორებს შესვლა ეზღუდებათ

საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით წარდგება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აცხადებენ პარლამენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზეა საუბარი, პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივებს წინააღმდეგ პოზიცია – არა მხოლოდ უვიცობის, არამედ ადამიანების სიცოცხლით სპეკულაციის გამოხატულებაა

კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება სრულად იკრძალება, რადგან მომსახურების მიმწოდებელი სახელმწიფო იქნება, რომლის ინტერესი არა კომერციული მოგება, არამედ ადამიანის განკურნება იქნება