მოამბის ტელეწამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ამბობს, რომ ეთერიდან ჩახსნაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ამ დროისთვის არ იცის.
ფორმულამ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს ჰკითხა, ადასტურებს თუ არა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის საზოგადოებრივი მაუწყებლის 18:00 საათიანი მოამბიდან ჩახსნეს.
“მენეჯმენტისგან ამის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არ ვიცი, შესაბამისად, ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ. უნდა შევხვდე, მე თვითონაც მაინტერესებს საკითხის გარკვევა. ველოდები კომუნიკაციას”, – ამბობს ის.