ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვივერი გახდა

ბელგიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. დან თითქმის რვა თვის შემდეგ „ახალი ფლამანდური ალიანსის“ ლიდერმა, ბარტ დე ვივერმა და მის მიერ დაკომპლექტებულმა მომავალმა მინისტრთა კაბინეტმა მეფე ფილიპეს წინაშე ფიცი დადეს.
ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრა კი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გაიმართება, რის შემდეგაც ახალი კოალიცია ოფიციალურად შეიქმნება.
ბელგიაში საპარლამენტო არჩევნები გასული წლის ივნისში გაიმართა. ივლისიდან მოყოლებული ბარტ დე ვივერი ხუთპარტიული კოალიციის ჩამოსაყალიბებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა. საბოლოოდ, შეთანხმების მიღწევა 31 იანვარს მოხერხდა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ, რომ მეორე მხრიდან არის შეჩერებულია საუბრები გაფართოებასთან დაკავშირებით“ – ირაკლი კობახიძე