ისრაელი განაგრძობს შეტევას ღაზაში და აცხადებს, რომ ომი “რამდენიმე თვეზე მეტხანს” გასტანს

ისრაელი 15 დეკემბერს განაგრძობს შეტევას ღაზის სექტორში მას შემდეგ, რაც თავის მოკავშირეს, -ს უთხრა, რომ “ჰამასის” გასანადგურებლად წარმოებული ომი “რამდენიმე თვეზე მეტხანს გასტანს”.
“ჰამასის” განადგურებისა და “ჰამასის” მებრძოლების მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების დაპირებებით ღაზის სექტორში აწარმოებს მასშტაბურ სამხედრო შეტევას. ამის შედეგად ალყაშემორტყმული რეგიონის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული. საომარი მოქმედებები დაიწყო 7 ოქტომბერს, როდესაც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული “ჰამასი” ისრაელში შეიჭრა და თავს დაესხა ღაზის სექტორთან საზღვრისპირა დასახელებებს. ამ ოპერაციის დროს 1200 პირი დაიღუპა, 240 მძევლად გაიტაცეს.
“ჰამასის” მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ომს 18 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
აშშ მხარს უჭერს ისრაელის პასუხს “ჰამასის” თავდასხმებზე, თუმცა მასზე ზეწოლას ახორციელებს, რათა ისრაელმა უფრო მეტი გააკეთოს ღაზის სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის შესამცირებლად.
მიმდინარე კვირაში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დიდი უმრავლესობით მიიღო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა