: ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ისე შეშინებულნი არიან, მოთმინება კი არა გაგონებაც არ უნდათ იმისი რასაც ფიქრობს საზოგადოება მათზე

“არ ვიცი არ ვიცი 😊
მთელ ამ წლების მანძილზე გინება და შეურაცხყოფა ვისგან არ მომისმენია, პრემიერი იქნებოდა ეს თუ რიგითი პარლამენტარი, თუნდაც დღევანდელი დეფაქტო პრეზიდენტი! არავის (ერთი თუ ორის გარდა) ამ “ღირსეული ქცევისგან” თავი არ შეუკავებია!
თუმცა მეუბნებოდნენ, რომ თურმე პოლიტიკური თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება გააჩნია… რაღაც ვერ ვატყობ მოთმინების უნარს ამათ შორის, უფრო ეხერხებათ შურისძიება და რევანში!!!
ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ისე შეშინებულნი არიან, მოთმინება კი არა გაგონებაც არ უნდათ იმისი რასაც ფიქრობს საზოგადოება მათზე.
ეხ … რა ძნელია შენი ხალხის შიში რომ დაგიპყრობს… !” – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას