ილჰამ ალიევი: საფრანგეთში ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ცდილობს, იყოს თავად სომხებზე უფრო მეტი სომეხი

ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ აზერბაიჯანს უსაფუძვლო ბრალდებები წაუყენა, თუმცა ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს, რადგან აზერბაიჯანმა ჩაატარა ანტიტერორისტული ოპერაცია სეპარატისტებისა და ოკუპანტების წინააღმდეგ საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთი დასავლური ქვეყანა და ტრადიციულად, საფრანგეთი ამ მდგომარეობასთან შეგუებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება უკვე ხედავს, რომ სომხეთიც კი შეეგუა ამ მდგომარეობას.

„საფრანგეთში ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ცდილობს, იყოს თავად სომხებზე უფრო მეტი სომეხი, მაგრამ მათაც მოუწევთ ამ ვითარებასთან შეგუება“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება