მიხეილ სააკაშვილი: მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე

“მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე. უკრაინამ გაუხსნა საქართველოს გზა ევროპაში, მაგრამ ქართველი ხალხი არის მთავარი სუბიექტი, რომელიც აახლოებს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების დღეს.
ევროპამ შემოაბიჯა კავკასიაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება. მე ის პირველად ავაფრიალე 2004-ში. 2008-ში რუსეთმა სცადა დაშვება და არ გამოუვიდა.
ახლა უკვე თავად ევროკავშირმა აწია ჩვენს რეგიონში თავისი დროშა და ამას ვეღარაფერი შეცვლის,” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)