ჩვენ ველით, რომ 2025 წელს 5,3 მილიონი ტურისტი ეწვევა საქართველოს, ტურიზმიდან შემოსავალი კი 4,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს, – ინფორმაციას საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart აქვეყნებს.
„პესიმისტური სცენარით, ჩვენ არ ველით ტურისტების მკვეთრ შემცირებას, რადგან მოსალოდნელია ტურისტები ახლო აღმოსავლეთიდან და აზიის ქვეყნებიდან. გარდა ამისა, შესაძლებელია აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის გახსნა, რაც ტურიზმისთვის არის დადებითი. ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან შემოსავალი 4,5 მილიარდ დოლარას მიაღწევს 2025 წელს, 2024 წლის 4,4 მილიარდ დოლართან შედარებით.
2024 წელს შემოსავლების ზრდა განაპირობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა, განსაკუთრებით ისრაელმა (+41.6% წ/წ), ირანი (+17.9% წ/წ) და საუდის არაბეთი (+21.2% წ/წ), ისევე როგორც აზიის ბაზრები, რომლებიც ლიდერობენ. იმავდროულად, მეზობელი ქვეყნების უმეტესი შემოსავლები შემცირდა, შემოსავლები რუსეთიდან შემცირდა და 2024 წელს 850 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.