ბელგიის პრემიერ-მინისტრად ბარტ დე ვევერი დაინიშნა

ბელგიის ახალ პრემიერ-მინისტრად ნაციონალისტური პარტია „ახალი ფლამანდური ალიანსის“ ლიდერი, ბარტ დე ვევერი დაინიშნა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ი წერს, რომ ბელგიის მთავრობა საპარლამენტო არჩევნებში „ახალი ფლამანდური ალიანსის“ გამარჯვებიდან 8 თვის შემდეგ ჩამოყალიბდა და მას ფლამანდიელი ნაციონალისტი პირველად უხელმძღვანელებს.
ხუთმა პარტიამ ფართო უმრავლესობის კოალიციის შექმნაზე შეთანხმებას პარასკევს საღამოს, რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწია.
კოალიციაში, რომელსაც „ახალი ფლამანდური ალიანსი“ ხელმძღვანელობს, ასევე, შედიან ქრისტიან-დემოკრატები და სოციალისტები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილიდან, ასევე, ლიბერალური და ცენტრისტული პარტიები ქვეყნის სამხრეთიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ქართულმა მხარემ დამალა ჩორჩანაზე ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის პოზიციები, გასაგებია რატომაც – კოჩიევის შეფასებით, უკვე არსებობს გარკვეული პოზიტიური ძვრები, რის დასტურადაც მოჰყავს გახარიას მიმართ დაწყებული დევნა

იგორ კოჩიევი – სოფელ უისტასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს მოხსნა სამხრეთ ოსეთისთვის კვლავ საკვანძო საკითხად რჩება – ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და უკვე შეინიშნება გარკვეული პოზიტიური ძვრები