სახალხო დამცველი – ყველანაირად დავეხმარები პროცესს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იყოს სრული მონიტორინგი – თუ სჭირდება დამატებითი მედიკოსების ჯგუფი, არც ამის შექმნაზე ვიტყვი უარს

ყველანაირად დავეხმარები პროცესს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრული მონიტორინგი იყოს როგორც ჩვენი, ისე მათი წარმომადგენლების მხრიდან და ამას თუ სჭირდება დამატებითი მედიკოსების ჯგუფი რა თქმა უნდა, არც ამის შექმნაზე ვიტყვი უარს , – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განაცხადი დღეს დარეგისტრირდა და შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო.
“ჩვენ საია-მ მოგვმართა, რომ სპეციალური ჯგუფი შევქმნათ და წარმოგვიდგინეს ადამიანების კანდიდატები, დღეს დარეგისტრირდა განცხადება და დავიწყეთ პროცედურა, უახლოეს დღეებში საზოგადოებას ვაცნობებთ შედეგებს. ამას თავისი პროცედურა აქვს და ადამიანები, რომლებიც წარმოგვიდგინეს, დეტალურად უნდა შემოწმდეს ამ ადამიანების კვალიფიკაცია. მე განვაცხადე, რომ ყველანაირად დავეხმარები პროცესს, რომ ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრული მონიტორინგი იყოს როგორც ჩვენი, ისე მათი წარმომადგენლების მხრიდან და ამას თუ სჭირდება დამატებითი მედიკოსების ჯგუფი, რა თქმა უნდა, არც ამის შექმნაზე ვიტყვი უარს”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ქართულმა მხარემ დამალა ჩორჩანაზე ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის პოზიციები, გასაგებია რატომაც – კოჩიევის შეფასებით, უკვე არსებობს გარკვეული პოზიტიური ძვრები, რის დასტურადაც მოჰყავს გახარიას მიმართ დაწყებული დევნა

იგორ კოჩიევი – სოფელ უისტასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს მოხსნა სამხრეთ ოსეთისთვის კვლავ საკვანძო საკითხად რჩება – ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და უკვე შეინიშნება გარკვეული პოზიტიური ძვრები