ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას დღეს საზეიმოდ აღნიშნავს – პრემიერმა მოქალაქეებს თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა, სადაც გალა-კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება

დღეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იზეიმებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში სპეციალური ღონისძიება გაიმართება. თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბებიან. უკვე დაწყებულია სცენის მონტაჟი, სადაც სავარაუდოდ ლიდერები მოქალაქეებს მიმართავენ და ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიულოცავენ.
პრემიერ-მინისტრმა თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები მოიწვია, რათა ყველას ერთად აღენიშნა ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილება. გალა-კონცერტი ზუსტად 17:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი