“თავისუფლების მოედანზე” დაგეგმილ ღონისძიებას რეგიონების მოსახლეობაც შეუერთდება – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი თბილისში გალაკონცერტით აღინიშნება

“თავისუფლების მოედანზე” დაგეგმილ ღონისძიებას რეგიონების მოსახლეობაც შეუერთდება, თუმცა მანამდე საზეიმო განწყობა რეგიონებშიც იგრძნობა. საქართველოს ქალაქებში კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ. გამოფენილია საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ზუგდიდის მერიის წინ მდებარე მოედანზე გამოფენილია ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის დროშა. სამეგრელოდან თბილისისკენ კოლონა უკვე დაიძრა. საერთო სახალხო ზეიმზე დასწრების მსურველებს უფასო ტრანსპორტი ემსახურებათ.
სამეგრელოსთან ერთად სამზადისია იმერეთში, გურიასა და შიდა ქართლშიც. დროშები გამოფინეს გორის ციხეზე და ავტობანის გორის მონაკვეთზე არსებულ გვირაბთანაც. ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებას ქუთაისიდანაც უერთდებიან. მოქალაქეების ნაწილი თბილისში უკვე გაემგზავრა. მათი თქმით, უერთდებიან საყოველთაო ზეიმს, რადგან ევროპა არის ქვეყნის არჩევანი და მიდიან, ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნად. დილიდან გამოიფინა საქართველოს და ევროკავშირის დროშები გურიაშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება