სახელმწიფო შანტაჟს ვერ და არ დაექვემდებარება, თუ უნდათ მზია ამაღლობელი კარგად იყოს, შიმშილის და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის ჯანმრთელობას მიხედოს

სახელმწიფო შანტაჟს ვერ და არ დაექვემდებარება, თუ უნდათ მზია ამაღლობელი კარგად იყოს, შიმშილის და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის ჯანმრთელობას მიხედოს
ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს, ქალბატონი მზია დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს. გასაგებია შიმშილობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი – ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ, „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ განმარტა, სახელმწიფო შანტაჟს ვერ და არ დაექვემდებარება. ოპოზიციას კი, თუ უნდა მათ ხელში ინსტრუმენტად ქცეული მზია ამაღლობელი კარგად იყოს, არა შიმშილობისკენ, არამედ საკუთარი ჯანმრთელობის მიხედვისკენ უნდა მოუწოდონ.
„სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არც ერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ სახელმწიფო, შანტაჟს ვერ და არ დაექვემდებარება. კარგად თუ უნდათ იყოს, შიმშილის და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის თავს და ჯანმრთელობას მიხედოს. შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი სახელმწიფოსათვის არის დიდი ზიანის მომტანი. შიმშილობა საერთოდ სრულდება სიკვდილით და ამისკენ მოუწოდებენ.
გმირად წარმოაჩენენ ადამიანს, რომლის სიკვდილი უნდათ. სალომე ზურაბიშვილმა ცოტა რბილად თქვა და მერე დეპუტატებმა, ჩვენმა კოლეგებმა დააკონკრეტეს, რომ მზია ამაღლობელი, არის მათ ხელში საგანი, ინსტრუმენტი – მათ თქვეს, ჩვენ კი არ ვამბობთ. ჩვენ რომ გვეთქვა, წარმოიდგინეთ, რა ამბავს ატეხდნენ. დღევანდელობის პარადოქსია ის, რომ ათი „ნაციდან“ ცხრა ალბათ, მინიმუმ, მის სიკვდილზე ფიქრობს და ოცნებობს. სუბიექტურად, ძალიან ბოროტების რომ ვიყოთ, სუბიექტურად არც ერთ ჩვენგანს არ უნდა რაიმე ფატალური განვითარება ამ კონკრეტული „ქეისის“.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯერჯერობით ვხედავთ პირიქით, იმ ტაქტიკების გამწვავებას, რომელიც აქამდეც ჰქონდათ ოპოზიციას და მის მოკავშირე ენჯეოებს – იმედი გვაქვს, რომ „დოფ სთეითის“ წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვა აისახება საქმედ საქართველოში