მიიღე მონაწილეობა ლიდერბორდში და დასაჩუქრდი – Coca-Cola X VELI.store

მიიღე მონაწილეობა ლიდერბორდში და დასაჩუქრდი – Coca-Cola X VELI.store
ველი ყოველთვის უამრავ სიახლეს გთავაზობს და სხვადასხვა კომპანიასთან კოლაბორაციით განაგრძობს გამორჩეული შეთავაზებების შექმნას. ამჯერად, ველი Coca-Cola-სთან ერთად ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც 1 თებერვლიდან 28 თებერვლამდე გაგრძელდება.
კამპანიის ფარგლებში შეგიძლია მიიღო მონაწილეობა ლიდერბორდში და გახდე ერთ-ერთი იმ 10 გამარჯვებულთაგან, რომლებიც VELI.store-ის ვაუჩერებსა და სპეციალურად ამ გათამაშებისთვის შექმნილ სასაჩუქრე ნაკრებებს მიიღებენ. გათამაშებაში სხვადასხვა მოცულობის სასაჩუქრე ვაუჩერები შეგხვდება, რომელთა შორის შეგიძლია მაქსიმუმ 1 000 ლარიანი ვაუჩერიც მიიღო.
მონაწილეობის მისაღებად შეიძინე Coca-Cola ყვითელი თავსახურით, დაასკანერე მასზე განთავსებული QR კოდი და ჩამოტვირთე „აპლიკაცია Coca-Cola Rewards Georgia“. მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეიყვანე თავსახურის ქვეშ მოთავსებული კოდი. რაც მეტ კოდს შეიყვან, მით მეტი ქულა დაგიგროვდება და შესაბამისად, გამარჯვების მეტი შანსი გექნება.
კამპანიის პერიოდში შექმნილ სპეციალურ ლიდერბორდში შეძლებ თვალი ადევნო შენს პოზიციას სხვა მონაწილეებს შორის. 28 თებერვალს გამოვლინდება 10 გამარჯვებული, რომლებიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ და მიიღებენ VELI.store-ის სხვადასხვა ნომინალის ვაუჩერებსა და Coca-Cola-სთან ერთობლივი კოლაბორაციით შექმნილ სპეციალურ სასაჩუქრე ნაკრებებს.
გამარჯვებულთა სიაში მოხვედრის მიუხედავად, შესაძლებლობა გაქვს დაგროვებული ქულები Coca-Cola-ს აპლიკაციაში სხვადასხვა ვაუჩერებზე გადაცვალო, მათ შორის VELI.store-ის სხვადასხვა ნომინალის ვაუჩერებზე.
1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, მოხვდი ლიდერბორდში და მოიგე ველის ვაუჩერი.