„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული სოფო ჯაფარიძე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, სოფო ჯაფარიძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 500- ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
სოფო ჯაფარიძეს 17 ნოემბერს, ვარაზისხევის მომდებარედ, გზის სავალი ნაწილის იმ დროს გადაკეტვას ედავებოდნენ, როცა ამისთვის საკმარისი ოდენობით ხალხი არ იყო.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/cca2f5dc-9137-49e0-80e3-08dd4a843460_w1200_r1-gSpdKb-300x169.jpeg)