მდინარაძე ირწმუნება, რომ ამაღლობელი თავისი ქმედებით “სახელმწიფოს აშანტაჟებს”.
“რაც შეეხება ქალბატონ მზიას, ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს., გასაგებია შიმშილობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი. ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი. სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში არცერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია. შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება. შიმშილისკენ და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის თავს და ჯანმრთელობას მიხედოს. შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსათვის დიდი ზიანის მომტანი”- თქვა მდინარაძემ.
“გმირად ნუ გამოვიყვანთ ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა. ჯერ სტიკერი დააკრა პოლიციელს, ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას, კონკრეტულად პოლიციის უფროსთან მივიდა ერთი საათის თუ ორი საათის გამოშვებული ქალბატონი მზია ამაღლობელ და ჯერ ქურთუკით დააკავა, რომ კარგად შემოერტყა და მერე შემოარტყა. სიცრუეაო, რომ ამბობთ, პოლიციელს გაარტყა სილა დემონსტრაციულად. ერთადერთი მიზნით, რომ შეილახოს პოლიციის რეპუტაცია, პოლიციის უფროსს სწორედ ამიტომ დაარტყა ხელი. ესაა ტრენინგებზე ნასწავლი ამბავი. ტრენინგებზე ასწავლიან ამას, რომ მაღალჩინოსანს მის ხელქვეითებთან, მართლაც გმირ პოლიციელებთან შეელახოს რეპუტაცია მათ ხელმძღვანელებს”- თქვა მდინარაძემ.