ბექა ლილუაშვილი – ზამირ კვეკვესკირი მეხუთე დევნილია, რომელიც დევნილთა განსახლების პრობლემას შეეწირა, კობახიძე კი ჩამომდგარა და ზღაპრულ 6-მილიარდიან ინვესტიციაზე საუბრობს

იკაკო! აი, ხომ ამბობთ, რომ ამ ინვესტიციას მოიზიდავთ? თავს ხომ გვახვევთ ამ „გარღვევას“ და ათიათასობით ლარს ხარჯავთ პოსტის რეკლამაში? ეს თუ მორიგი „წყალტუბოს აყვავების“ ტყუილი არ არის, აბა, აიღეთ ვალდებულება, რომ ყველა დარჩენილ დევნილს სწორედ ამ ინვესტიციის შედეგად დააკმაყოფილებთ – უახლოეს 5 წელიწადში, სრულად და ღირსეული საცხოვრებლით! – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
ბექა ლილუაშვილის თქმით, ზამირ კვეკვესკირის „უმძიმესი ტრაგედია, უტვინო ხელისუფლებას არაფერს ასწავლის“.
„ზამირ კვეკვესკირი, დან დევნილი, რომელმაც წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემების ფონზე – პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ადამიანი, რომელიც უბრალოდ ითხოვდა, რომ შესაბამისი უწყებიდან ხელისუფლების წარმომადგენელი დალაპარაკებოდა…
ზამირი უკვე მეხუთე დევნილია, რომელიც დევნილთა განსახლების პრობლემას შეეწირა. ეს უმძიმესი ტრაგედია უტვინო ხელისუფლებას არაფერს ასწავლის – ისინი ისევ გამოდიან და ავრცელებენ პროპაგანდას „ეკონომიკის დუღილზე“, „მილიარდიან ინვესტიციებზე“, „ეკონომიკურ ზრდაზე“, მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ადამიანები თავს იწვავენ, რადგან მათ არავინ უსმენს და ხელისუფლებას ელემენტარული თანაგრძნობის გამოჩენაც არ შეუძლია.
ხელისუფლების ტრაბახი – „ტვ იმედის“ სიუჟეტებში, მათი ზღაპრები ვითომდაც გაძლიერებულ ბიუჯეტზე – რეალურად არაფერს ცვლის: დევნილთა საბიუჯეტო პროგრამის დაფინანსებაში ერთი თეთრიც კი არ არის მომატებული. მაშინაც კი, როცა კოვიდპანდემიისას უმძიმესი კრიზისი იყო, დევნილთა განსახლების პროგრამა არ შეწყვეტილა და მათ ათასობით ბინა გადავეცით. დღეს კი, „ეკონომიკის დუღილის“ ფონზე, ეს საკითხი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი აღარც არის.
დღეს ჩამომდგარა და ზღაპრულ 6 მილიარდიან ინვესტიციაზე საუბრობს, თანაც სამშენებლო სექტორში, რომელიც თურმე 5 წელიწადში უნდა განხორციელდეს. მაგრამ ერთი სიტყვაც არ დასცდენია, რომ, აბა იქნებ ამ პროექტში დევნილთა საკითხიც მოვაგვაროთ-ო, იქნებ ამ აშენებულ კორპუსებში, სახელმწიფო მიწის გადაცემით, საგადასახადო შეღავათებით და სხვა მხარდაჭერის მექანიზმებით რომ უნდა განახორციელონ არაბმა ინვესტორებმა – დევნილი მოსახლეობის ინტერესებიც ჩავრთოთ-ო.
იკაკო! აი, ხომ ამბობთ, რომ ამ ინვესტიციას მოიზიდავთ? თავს ხომ გვახვევთ ამ „გარღვევას“ და ათიათასობით ლარს ხარჯავთ პოსტის რეკლამაში? ეს თუ მორიგი „წყალტუბოს აყვავების“ ტყუილი არ არის, აბა აიღეთ ვალდებულება, რომ ყველა დარჩენილ დევნილს სწორედ ამ ინვესტიციის შედეგად დააკმაყოფილებთ – უახლოეს 5 წელიწადში, სრულად და ღირსეული საცხოვრებლით!
სხვაგვარად, ეს ინვესტიციაც ისეთივე ფარსი იქნება, როგორც თქვენი „ეკონომიკური ზრდა“ – რომელიც მხოლოდ ბობოლა ბიზნესმენების ჯიბეებს ავსებს, ხოლო ქვეყანაში ღატაკების რიცხვი დღითიდღე იზრდება“,- წერს ლილუაშვილი.
ცნობისთვის, ზამირ კვეკვესკირი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში თვითდაზიანება მიიყენა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა

ლევან მახაშვილი – უკრაინაში ომის დასასრული, არის იმის გამეორება, რაც 2008 წელს ვნახეთ, როცა ომიდან რვა თვის თავზე, ამერიკამ და რუსეთმა თავიანთი ურთიერთობები ისე გადატვირთეს, თითქოს, დედამიწაზე არაფერი მომხდარა