ანა დოლიძე – თუ გვინდა ხალხის მსახური პოლიცია გავაკეთოთ, მაშინ ეს პროცესები ძალიან ძველი ამბებიდან უნდა დავიწყოთ, მათ შორის 1992 წლის 2 თებერვლის ტრაგიკული თარიღიდან

თუ გვინდა ხალხის მსახური პოლიცია გავაკეთოთ, მაშინ ეს პროცესები ძალიან ძველი ამბებიდან უნდა დავიწყოთ, მათ შორის 1992 წლის 2 თებერვლის ტრაგიკული თარიღიდან,- ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველი, რასაც შესთავაზებს საზოგადოებას, ეს იქნება საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან სინათლეზე გამოიტანონ 1992 წლის 2 თებერვლის ამბავი.
„1992 წლის 2 თებერვალს მოხდა ძალიან დიდი სისასტიკე. ეს იყო მშვიდობიანი მომიტინგეების დახვრეტა. ეს არის საქართველოს მტკივნეული წარსულის ნაწილი. როდესაც პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გადააგდო რუსულმა სპეცსამსახურებმა, ხუნტის თანამონაწილეობით, 10 ათასობით ადამიანი აპროტესტებდა ამას, 10 ათასობით პატრიოტი ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში. მშვიდობიანი შემადგენლობა დახვრიტეს 1992 წლის 2 თებერვალს. ხუნტამ დახვრიტა. ხუნტამ გადაწყვიტა დაამკვიდროს სისხლიანი მართვა, სხვანაირად ვერ აჩერებდნენ მშვიდობიან მიტინგებს, რომელიც იმართებოდა საქართველოში. ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია. წყაროების მიხედვით, დღემდე არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი დაიღუპა. ეს არის საშინელება. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველი, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ საგამოძიებო კომისია, სინათლეზე გამოვიტანოთ 1992 წლის 2 თებერვლის ამბავი. ჩვენ ბავშვებს ვასწავლოთ საქართველოს ისტორია, მათ შორის მისი მტკივნეული ნაწილი. თუ გვინდა, რომ ზონდერბრიგადები ამოვძირკვოთ, ქართველი ხალხის მსახური პოლიცია გავაკეთოთ, ეს პროცესი ძველი ამბებიდან უნდა დავიწყოთ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ამ საკითხზე, ლუსტრაცია, სამართალდამცავები და პროცესები, რომელიც უნდა შევისწავლოთ. ასევე, ჩვენ შევისწავლით სპეცსამსახურების მუშაობას და მათ მუშაობის მეთოდებს საქართველოში. შესაბამისად, უფრო მედეგები ვიქნებით მათ მიმართ. მოვემზადებით აზრიანად და გარანტირებული გამარჯვებით“, – განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.