ივანიშვილის ასაკის გამო მოითხოვეს დისტანციურად დაკითხვა – ბაჩიაშვილი

დაზარალებულმა მხარემ, ასაკის გამო ს დისტანციურად დასწრება მოითხოვა, დახურავენ სასამართლო პროცესს, რასაც მოითხოვს ივანიშვილი, იმას დაუკმაყოფილებენ. მათი ამოცანაა, რომ თავი აარიდონ სამარცხვინო პროცესებს – ივანიშვილი და ინოვაცია, ივანიშვილი და დემოკრატია, ივანიშვილი და ევროკავშირი შეუთავსებელი ცნებებია ,- ამის შესახებ “თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა მის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში იმყოფება და სასამართლო სხდომაზე მის წარმომადგენლებს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არანაირი ცნობა არ წარუდგენიათ, რათა ეს ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის დისტანციურად გამოკითხვის მიზეზი.
„როგორც დაახლოებით ერთი წლის წინ განვაცხადე, ბიძინა ივანიშვილი ვერ გაბედავს – მეთქი, თავისი სიმართლის დასადგენად აქ გამოცხადებას, ისე როგორც ვერ გაბედა სინგაპურში გამოცხადება, ახდა. დაზარალებულმა მხარემ, ასაკის გამო ბიძინა ივანიშვილის დისტანციურად დასწრება მოითხოვა, რადგან დიდი ხლის განმავლობაში კითხვებზე-პასუხის გაცემა მოუწევდა. ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ქვეყანას უნდა მართავდეს, არ შეუძლია ასაკის გამო, სასამართლოში გამოცხადდეს. მას აკისრია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ამიტომ კეთილი უნდა ენება და უნდა მოსულიყო სასამართლოზე, რა თქმა უნდა, ეს სასამართლოც და პროკურორიც მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ემსახურება და ყველანაირი ნორმის დარღვევით ის დისტანციურად დაიკითხება. ანუ ის საქართველოში იმყოფება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არანაირი ცნობა არ იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, მას შეუძლია აქ მოსვლა, თუმცა მისი სურვილია, რომ ამ პასუხისმგებლობას გაექცეს. დახურავენ სასამართლო პროცესს, გადაწყვეტილი ამბავია, სამწუხაროდ მოსამართლე ვერაფერს ვერ იზამს, რასაც მოითხოვს ივანიშვილი, იმას დაუკმაყოფილებენ. მათი ამოცანაა, რომ ყველანაირად თავი აარიდონ იმ სამარცხვინო პროცესებს, ჩვენებებს და სიცრუეებს, რომლებსაც ისინი სასამართლო დარბაზებში აკეთებენ, თუმცა ხალხი ყველაფერს ხედავს, რაც არ უნდა დაფარონ.
დაახლოებით 2015 წლის შემოდგომას ივანიშვილს შევთავაზე, 40-50 მილიონი დოლარის ინვესტირება, კომპანიაში, მან თავი შეიკავა ამაზე, თუმცა, მაშინ რომ ეს ინვესტიცია განეხორციელებინა, შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილს ქონება დღეს 2-ჯერ ან 3-ჯერ მეტი იქნებოდა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი ინოვაციური პროექტებით არასდროს ყოფილა დაინტერესებული. თუკი, რაიმე ინვესტიცია მოხდა საქართველოს საინვესტიციო ფონდის ფარგლებში, ეს იყო ჩემი ინიციატივა, ივანიშვილი არაფერ შუაში არ იყო. შესაბამისად ივანიშვილი და ინოვაცია, ივანიშვილი და დემოკრატია, ივანიშვილი და ევროკავშირის, შეუთავსებელი ცნებებია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა კარგად დაინახეს. კომპანიამ მოიზიდა სახსრები, სასესხო ურთიერთობებით და ეს სასესხო ვალდებულებები გაისტუმრა თავისი პროცენტებით. შემდეგ, რაც დარჩა მოგების სახით, მისი აკუმულირება ჩემზე გააკეთა“,- განაცხადა ბაჩიაშვილი.
www.interpressnews.ge