„ვივამედის“ დირექტორის განცხადებით, მათ კლინიკაში აქციიდან 2 დაშავებული შეიყვანეს, საიდანაც ერთი სტაციონარში ტვინის შერყევითაა მოთავსებული, მეორე კი გაეწერა

გუშინ, ჩვენს კლინიკაში აქციიდან 2 დაშავებული შემოიყვანეს – ერთი პაციენტი სტაციონარში თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა.
„გუშინ, ჩვენს კლინიკაში 2 დაშავებული შემოიყვანეს. ერთი ჰოსპიტალიზებულია, მეორე ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული ერთი პაციენტი სტაციონარში“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა