კანადა უნდა გახდეს ჩვენი 51-ე შტატი, გაცილებით უფრო დაბალი გადასახადები და ბევრად უკეთესი სამხედრო დაცვა კანადელი ხალხისთვის და არანაირი ტარიფები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აშშ ასობით მილიარდ დოლარს იხდის კანადის სუბსიდირებისთვის, ამის მიზეზი კი არ არსებობს. ტრამპის განცხადებით, აღნიშნული სუბსიდიის გარეშე, კანადა, როგორც სიცოცხლისუნარიანი ქვეყანა, აღარ იარსებებს.
„ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვიხდით კანადის სუბსიდირებისთვის. რატომ? ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს. მათგან არაფერი გვჭირდება, რაც მათ აქვთ. ჩვენ გვაქვს შეუზღუდავი ენერგია, შეგვიძლია საკუთარი მანქანების წარმოება და გვაქვს იმაზე მეტი ხე-ტყე, ვიდრე ოდესმე შევძლებთ გამოყენებას. ამ უზარმაზარი სუბსიდიის გარეშე, კანადა, როგორც სიცოცხლისუნარიანი ქვეყანა, აღარ იარსებებს. მკაცრია, მაგრამ სიმართლეა! ამიტომ, კანადა უნდა გახდეს ჩვენი 51-ე შტატი. გაცილებით უფრო დაბალი გადასახადები და ბევრად უკეთესი სამხედრო დაცვა კანადელი ხალხისთვის — და არანაირი ტარიფები!“, – წერს დონალდ ტრამპი.
1tv.ge