რუსული მხარის ინფორმაციით, ექვს რეგიონში უკრაინის 70 დრონი გაანადგურეს, აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით როსტოვის, ვოლგოგრადის, ასტრახანის, ვორონეჟის, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში 70 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 27 უპილოტო საფრენი აპარატი როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 25 – ვოლგოგრადის ოლქის თავზე, 7 – ასტრახანის ოლქში, 5 – ვორონეჟში, 4 – ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე და 2 – კურსკის ოლქის ტერიტორიაზე.
მანამდე ვოლგოგრადის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატის მასიური თავდასხმა მოიგერიეს. მისი თქმით, ნამსხვრევების ვარდნამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია, რომლის ლოკალიზებაც ოპერატიულად განხორციელდა.
ამასთან, „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვოლგოგრადის, ასტრახანის, ყაზანის, ულიანოვსკის, ნიჟნეკამსკის და სარატოვის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დააწესა. მოგვიანებით შეზღუდვები მოიხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…