ოლაფ შოლცი კირ სტარმერთან შეხვედრაზე – გავაგრძელებთ კიევის მხარდაჭერას

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ კიევის დახმარებას გააგრძელებენ, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„მოვიდა დრო, ჩვენ, როგორც ევროპელებმა და უკრაინის მეგობრებმა, საერთო სტრატეგია შევიმუშაოთ. ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს რომ ჩვენ გავაგრძელებთ კიევის მხარდაჭერას“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ამასთან, ოლაფ შოლცსა და კირ სტარმერს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ პრესრელიზი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა, რომ მნიშვნელოვანია, უახლოეს თვეებში უკრაინის პოზიციები მაქსიმალურად ძლიერი იყოს, რათა მშვიდობა ძალის გამოყენებით მიიღწევა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ხაზს უსვამს ევროპაში თავდაცვის წარმოების გაზრდისა და კოორდინაციის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ოლაფ შოლცისა და კირ სტარმერის შეხვედრა გუშინ, ლონდონთან ახლოს, კირ სტერმერის ჩეკერსის რეზიდენციაში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად