ბერლინში კონსერვატორების მიერ შეთავაზებული მიგრაციის კანონის გამკაცრების გეგმა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

ბერლინში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა ოპოზიციური კონსერვატორების მიერ შეთავაზებული მიგრაციის შეზღუდვის გეგმის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბერლინის პოლიციის ცნობით, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, ბუნდესტაგის ქვედა პალატის გვერდით, დაახლოებით 160 000 ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით : „არავითარი თანამშრომლობა AfD-სთან”, “მერც, წადი სახლში, გრცხვენოდეს!”.
კანონპროექტი, რომელიც მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას ითვალისწინებს, კონსერვატორთა ლიდერმა, გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკიდან, ფრიდრიხ მერცმა, AfD-ის მხარდაჭერით წარადგინა, Reuters-ი წერს, რომ მერცმა ამით ულტრამემარჯვენე პარტიასთან თანამშრომლობის წინააღმდეგ ტაბუ დაარღვია.
ამასთან, მერცი გასული კვირის პარასკევს შეეცადა, საიმიგრაციო კანონპროექტი ბუნდესტაგის ქვედა პალატაში წარედგინა, მაგრამ ამისთვის საჭირო უმრავლესობა ვერ მოიპოვა, რადგან მის მხარდაჭერაზე თავად მერცის პარტიის ზოგიერთმა დეპუტატმაც უარი განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…