დაკავებულებიდან 5 ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი

2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელთან გამართულ აქციაზე დაკავებულებიდან ხუთ ადამიანს დაკავების შემდეგ ცემის შემდეგ ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებული ხუთი პირი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გადაყვანილები არიან ზურაბ შონია, ლევან ობოლაძე, გედევან კუპრაძე, ლევან ასანიძე და გურამ კაპანაძე.
პოლიციასთან ჭყლეტაში მოხვდა სანდრო აბესაძე, რომელმაც აქციაზე გონება დაკარგა და ახლობლების ცნობით კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. ის კლინიკა ვივამედშია ჰოსპიტალიზებული. კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ასევე ტვ პირველის ოპერატორი ნიკო კოკაია.
დაკავებულების რაოდენობის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება დაკავებულების შესახებ არც თბილისი მოლის აქციის შესახებ არ გაუვრცელებია – უწყების პრესსამსახური ამ კითხვაზე რადიო თავისუფლებას ამ დრომდე არ პასუხობს.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…