გაათავისუფლეს, ის პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

„თბილისი მოლთან“ აქციაზე დაკავებული გაათავისუფლეს.
ის ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჩოქურის მიერ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.
„ასეთი აგრესიული ხალხი არ მინახავს. ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ არასოდეს მქონია პოლიციის შენობაში ფიზიკური კონტაქტი და დაპირისპირება პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულს. დღეს ეს მქონდა. ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვინმე გიორგი ჩოქურთან მქონდა შელაპარაკება. სკამზე მჯდომ, ხელბორკილდადებულ ადამიანს გიორგი ჩოქური წიხლს მირტყამს. ავდექი და მქონდა ადეკვატური შეპასუხება. იქ 7-8 პოლიციელი იდგა, რომელმაც გააკავეს ეს ადამიანი. მეორე შეტევა რომ წამოიწყო, საკუთარი თანამშრომლები ჩაუდგნენ შუაში“, — განაცხადა ნიკა მელიამ გათავისუფლების შემდეგ და სამართალდამცველებს ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნებისკენ მოუწოდა.
ნიკა მელია დღეს „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში