საია გენერალურ პროკურორს: დაუყოვნებლივ დაიწყეთ ზვიად ხარაზიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს სთხოვს დაუყოვნებლივ დაიწყოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ხარაზიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, შეუჩეროს მას უფლებამოსილება და უზრუნველყოს გამოძიების ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა.
საიას განცხადების ფონია 2 თებერვალს, თბილისის შემოსასვლელთან გამართული აქციიდან მედიის მხრიდან გავრცელებული კადრები, სადაც ნათლად ჩანს საპოლიციო ძალების ეფექტიან კონტროლს დაქვემდებარებულ ადამიანზე ზვიად ხარაზიშვილის მიერ განხორციელებული ძალადობა – უფრო კონკრეტულად კი, როგორ მიჰყავთ მასთან დაკავებული ადამიანი ნიღბიან პირებს, რომელსაც ხარაზიშვილი სახეში წიხლს უტყამს.
“იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აქტივისტების მიმართ განხორციელებული წამება/არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული გამოძიება ამ დრომდე მოწმობს მის არაეფექტიანობას, მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი დეპარტამენტის ზემდგომ პროკურორს, განახორციელოს გამოძიების მიმდინარეობაზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა და მყისიერად აცნობოს საზოგადოებას დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე მოქმედებები” – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…